GPS მონიტორინგი

Smart GPS შედგება რამდენიმე მოდულისგან GPS მონოტორინგისა და ანალიტიკის მოდული - მოიცავს GPS მომსახურებას სადისტრიბუციო და სატრანსპორტო კომპანიებითვის. სერვისი თავის თავში მოიაზრებს შემდეგ ფუნქციებს:

ავტომობილისა და თანამშრომელის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა- აძლევს მენეჯერებს ინფორმაციას თუ სად იმყოფება თანამშრომელი და რამდენ დროს ატარებს თითოეულ ობიექტზე, მოცემული ფუნქცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას სადისტრიბუციო სეგმენტისთვის. აღსანიშნავია, რომ გამოყენებული GPS / GLONASS /LBS ტექნოლოგიები უზრუნველყობს ზუსტ (5 მ-მდე) და საიმედო გეოლოკაციას.

მარშრუტის კონტროლი და დაგეგმვა:

პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას წინასწარ დაიგეგმოს მოძრაობის მარშრუტი, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად (სასწრაფო შეკვეთების შესრულება, ახლოს მდებარე უბნების ერთ მარშრუტში მოქცევა, განმეორებითი ვიზიტების კონტროლი). სისტემა იძლევა ინფორმაციას კონკრეტულ მომენტში საიდან, სად და რა სიჩქარით მიემართება თანამშრომელი. სისტემა აცნობებს მენეჯმენტს მნიშვნელოვანი მარშრუტიდან გადახრას დროის და ადგილის მითითებით. ამავდროულად იძლევა ზუსტ ტრაექტორიას რუკაზე, მანძილს, დროს გზაში და პარკინგებზე, გადაადგილების სიჩქარეს და მძღოლის აგრესიულობის დონეს. სისტემა იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს თუ რა დრო გაატარა თანამშრომელმა თითოეულ ვიზიტზე.

შეტყობინებები:

შეტყობინებები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მაგალითად ინფორმაცია ადგილდებარეობის შესახებ (გეოზონაში შესვლა-გამოსვლა), SOS შეტყობინება, ავტო-საგზაო შემთხვევა და ა.შ

საწვავის ხარჯი და კომპენსაციები პირადი ავტომობილებით სარგებლობისათვის:

სატრანსპორტო საშუალების ავზებში დამონტაჟებული დამატებითი სენსორი იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს საწვავის არსებული დონე, ხარჯი, გადახრა დაგეგმილიდან, მითითებული პერიოდის მიხედვით და პერიოდის ზუსტი გარბენი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

ერთჯერადი “დავალებები“ს მოდული:

პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ერთჯერადი „დავალებები“ და ავტომატურად გაუნაწილონ პერსონალს ოპტიმიზაციის ალგორითმის მიხედვით : მარშრუტი, დრო, მოქმედება, თანამშრომელი