პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას წინასწარ დაიგეგმოს მოძრაობის მარშრუტი, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად (სასწრაფო შეკვეთების შესრულება, ახლოს მდებარე უბნების ერთ მარშრუტში მოქცევა, განმეორებითი ვიზიტების კონტროლი). სისტემა იძლევა ინფორმაციას კონკრეტულ მომენტში საიდან, სად და რა სიჩქარით მიემართება თანამშრომელი. სისტემა აცნობებს მენეჯმენტს მნიშვნელოვანი მარშრუტიდან გადახრას დროის და ადგილის მითითებით. ამავდროულად იძლევა ზუსტ ტრაექტორიას რუკაზე, მანძილს, დროს გზაში და პარკინგებზე, გადაადგილების სიჩქარეს და მძღოლის აგრესიულობის დონეს. სისტემა იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს თუ რა დრო გაატარა თანამშრომელმა თითოეულ ვიზიტზე.

შეტყობინებები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მაგალითად ინფორმაცია ადგილდებარეობის შესახებ (გეოზონაში შესვლა-გამოსვლა), SOS შეტყობინება, ავტო-საგზაო შემთხვევა და ა.შ

სატრანსპორტო საშუალების ავზებში დამონტაჟებული დამატებითი სენსორი იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს საწვავის არსებული დონე, ხარჯი, გადახრა დაგეგმილიდან, მითითებული პერიოდის მიხედვით და პერიოდის ზუსტი გარბენი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ერთჯერადი „დავალებები“ და ავტომატურად გაუნაწილონ პერსონალს ოპტიმიზაციის ალგორითმის მიხედვით : მარშრუტი, დრო, მოქმედება, თანამშრომელი

ეს მოდული იძლევა სრულ ანალიტიკას, რომელიც საჭიროა სტრატეგიული დაგეგმარებისთვის, თანამშრომელთა მოტივირების და ანაზრაურების სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რეპორტინგი მოიცავს შემდეგ კრიტიკულ საკითხებს:

  • შესრულებული სამუშაოსა და გახარჯული რესურსების რეპორტი
  • ისტორია შესრულებული სამუშაოების შესახებ , რომელშიც ფიქსირდება ყველა ეტაპი და ცვლილებები, თანამშრომლების კომენტარები.
  • გაზიარების ფუნქცია სხვა და სხვა განყოფილებების მენეჯერებისთვის

ანალიტიკის მოდულის მეშვებით მიიღებთ მომენტალურ წვდომას მონაცემების ისტორიაზე და გექნებათ შესაძლებლობა შეაფასოთ თითოეული მარშრუტის სიგრძე, ხანგრძლივობა და საწვავის ხარჯი.

  • ეფექტურობის დონის ასამაღლებად მიიღეთ სრული რეპორტინგი საწვავის, საბურავების და საპოხი მასალების ხარჯების შესახებ დეპარტამენტებისა და თანამშრომელების მიხედვით.
  • ინტერაქტიული რეპორტების მიღება შესაძლებელია რამდენიმე წამში PDF, Excel ფორმატებში.
  • შეამცირეთ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, თანამშრომელების ტარების მანერის, აგრესიულობის დონის კონტროლის მეშვეობით.
  • მიიღეთ შეტყობინებები ავტოპარკის გეგმიური ტექნიკური მომსახურების შესახებ.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია და შეაფასოთ სავაჭრო ობიექტები გადახდისუნარიანობის მიხედვით და გადახდების ისტორიიდან გამომდინარე შეუცვალოთ საკრედიტო რეიტინგი თითოეულ სავაჭრო ობიექტს. პლატფორმას აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: წარმოადგენს დებიტორული მოთხოვნების მიღების ინსტრუმენტს და აფრთხილებს მომხმარებლებს რისკებზე. სპეციალურად შექმნილი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა შეაფასებს სავაჭრო ობიექტებს 10 ქულიანი სისტემით, სადაც (10 ქულა ურისკოა, ხოლო 0 მაქსიმალურად რისკიანი). აპლიკაციის ალგორითმი რეიტინგად გარდაქმნის დისტიბუტორის მიერ მინიჭებულ სტატუსებს. მონაცემთა ბაზა ყოველდღიურად განახლებადია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სავაჭრო ობიექტებისგან ვალის მიუღებლობის რისკს

კომპანია სმარტ ჯიპიესი სადისტრიბუციო კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ და ეფექტურ აპლიკაციას Smart APP-ს, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მიიღოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სრული სურათი აპლიკაციის გადმოტვირთვა მოხდება სავაჭრო წარმომადგენლების ე.წ „პოკეტებში“, რომლის საშუალებითაც კომპანიის მენეჯმენტი მიიღებს დეტალურ რეპორტს წინასწარ შედგენილი მარშრუტების მიხედვით:

  • ვიზიტირებულ ობიექტებზე
  • არავიზიტირებულ (გამოტოვებულ) ობიექტებზე
  • არაგეგმიურ ვიზიტებზე

თითოეულ კომპანიას აქვს წვდომა ინდივიდუალურ მონაცემთა ბაზაზე, სადაც შეტანილია ინფორმაცია თითოეულ სავაჭრო ობიექტზე (ობიექტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ზუსტი მისამართი რუკაზე)

  • პლატფორმა აფიქსირებს ვიზიტს დროს, ადგილს და მკაცრად მითითებული თანამიმდევრობას მარშრუტიდან გადახვევის ან თანამიმდევრობის დაუცველობის შემთხვევაში აღრიცხავს დარღვევებს და ასახავს საბოლოო რეპორტში.
  • სისტემაში შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს, როგორც სავაჭრო წარმომადგენლის (დისტრიბუტორის) ასევე სავაჭრო ობიექტის წაშლა და დამატება

წინასწარ შეყვანილი მარშრუტების საფუძველზე სერვერი დაამუშავებს დაგროვებულ ინფორმაციას და დააგენერირებს რეპორტს, რომელსაც დააგზავნის თქვენს მიერ მითითებულ ადრესატებთან.

  • ვიზიტირებული
  • არავიზიტირებული (გამოტოვებული)
  • არაგეგმიური ვიზიტი
  • სტენდის ფოტო რეპორტი